Saturday, November 8, 2008

1. პროექტის სახელი: ჩემი ქალაქის ხიდები

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები საკუთარ ქალაქში იკვლევენ ხიდების აგების ისტორიას და მათ სახელწოდებებს, ადგენენ ხიდების რაოდენობას. ქალაქის ხიდებზე და მათთან მისასვლელი გზების გამოყენებით აგებენ გრაფს. განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტში.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან საკუთარ ქალაქში არსებულ ხიდებს და შეეცდებიან უპასუხონ შემდეგ კითხვებს:
• რამდენი ხიდია ქალაქში, მათ შორის ყველაზე - გრძელი ხიდი; ადრე აგებული ხიდი, მაღალი ხიდი, მოკლე ხიდი.
• მოიძიონ ინფორმაცია ხიდებთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების შესახებ
• შესაძლებელია თუ არა ქალაქში ყველა ხიდი ისე გავიაროთ, რომ ხელმეორედ არ მოგვიწიოს რომელიმე მათგანზე გავლამ-აგებენ ამოცანის შესაბამისად გეომეტრიულ მოდელს გრაფის სახით.
• პროექტთან დაკავშირებით ინტერვიუების აღება უხუცესი და ცნობილი ადამიანებისაგან.
• შეგროვებული მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტო ალბომებს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13-17//VII,VIII,IX,X ,XI კლსები.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე ( 10.11.08-10.05.09)
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, გრაფის წარმოდგენა, მიღებული შთაბეჭდილების მიხედვით ჩანახატის შესრულება, ფოტოების გადაღება, ვიქტორინის, დისკუსის გამართვა, გამოფენის, პრეზენტაციის მოწყობა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, გრაფის წარმოდგენა, ფოტოების გამოფენა, პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
8. სარგებელი სხვებისთვის: სკოლაში მოწყობილი გამოფენის მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას თავიანთი ქალაქის შესახებ, გაეცნობიან საკუთარი ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. მოსწავლეები გააცნობენ პროექტს თავის თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით.
9. სამუშაო ენა: ქართული, ფრანგული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში - მათემატიკაში (მოახდენენ მონაცემთა შეგროვებას , გაზომვას, მონაცემთა ამოკრებას წაკითხული ტექსტიდან, რესპოდენტთა გამოკითხვას. არქიტექტურისა დახელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში დაასახელებენ მისთვის ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს, ამოხსნიან ოპტიმიზააციის ამოცანებს გრაფების გამოყენებით), ქართულში (გაიღრმავებენ ცოდნას ლიტერატურული ნაწარმოებებით, მოიძიებენ მასალებს ხიდების სახელწოდებების სესახებ), ისტორიაში (ისტორიულ მოვლენებთან პარალელს გაავლებენ), ფრანგულში ( პარალელს გაავლებენ პარიზში მდინარე სენაზე გავლებულ ხიდებზე, ფრანგულად თარგმნიან ინტერვიუებს), გეოგრაფია (შეისწავლიან სხვადასხვა ხიდების ადგილმდებარეობას), საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით (ინტერნეტში მასალის მოძიებით, დამუშავებით, ვებ-გალერიაში სურათების თვირთვით) და სხვა...
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: მე-8 სკოლა; 174-ე სკოლა.
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინელი ხარებავა, ნინო ნაბახტეველი, ქეთი ძულიაშვილი.
13. პროეექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: nineli.kharebava@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: ჩემი ქალაქის ხიდები, http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea700fc
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:matem23.blogspot.com